როგორ მოვაღწიოთ
ქობულეთიდან
3კმ რკინიგზის სადგურიდან, „ძველი“ ტრასით ბათუმის მიმართულებით. გაწყობთ ნებისმიერი ტრანსპორტი, რომელიც მიემართება ჩაქვის, ბათუმის ან სარფისკენ ციხისძირის უღელტეხილის გავლით. მანძილი ქობულეთის ცენტრიდან - 3 კმ.
ბათუმიდან
„არგო“-ს საბაგირო გზიდან გაწყობთ ნებისმიერი ტრანსპორტი ქობულეთის მიმართულებით. მახინჯაურის, ჩაქვის, ბუკნარის, ციხისძირის გზით. 26 კმ გზაზე, რომელიც გადის ზღვის გასწვრივ უღელტეხილის გავლით. მანძილი ბათუმიდან - 26 კმ.
თბილისიდან
მატარებლით ან ავტომობილით ქობულეთამდე, ურეკის და შეკვეთილის გავლით, შემდგომ 2,5კმ „ძველ“ ტრასაზე ბათუმის მიმართულებით. გაწყობთ ნებისმიერი ტრანსპორტი, რომელიც მიემართება ჩაქვის, ბათუმის, გონიოს, სარფის მიმართულებით, ციხისძირის უღელტეხილის გავლით. მანძილი თბილისიდან - 350კმ.
41°47'09.4"N 41°45'46.6"E
41.785938, 41.762953
ფასები
პროექტის შესახებ
ჩევნი პროექტი უკვე 4 წელიწადზე მეტისაა. პირველი კემპინგი საქართველოში გავაკეთეთ ციხისძირის სანაპიროზე, როცა თავად ვეძებდით კემპინგს ან დასვენების საშუალებას და ვერ ვნახეთ იგი. გადავწყვიტეთ არ დაგვემალა ჩვენი აღმოჩენა სხვებისთვის და ძალიან გაკვირვებულები დავრჩით, როდესაც ჩვენი კარვების პატარა ქალაქში პირველივე სეზონზე ჩამოვიდა 1500 ადამიანზე მეტი. ჩვენ ხომ მხოლოდ გავაკეთეთ საიტი, მოვყევით პირობების შესახებ, მივუთითეთ კემპინგის ადგილი საქართველოს რუკაზე და შევეცადეთ გაგვეკეთებინა ყველაფერი აუცილებელი ზღვაზე კარვებით კომფორტულად დასვენებისათვის.
ადგილი მალევე გახდა არაკომფორტული, რადგან გვერდით წამოიწყეს მშენებლობა და ამიტომაც დავტოვეთ ის ტერიტორია. მეორე ჩვენი კემპინგი ზღვის სამაპიროზე გავაკეთეთ ურეკში. დავიწყეთ თითქმის ზაფხულის შუა პერიოდიდან, მაგრამ რადგან უკვე გვენდობოდნენ, კვლავაც ბევრი ხახლი ჩამოვიდა დასასვენებლად, რამაც ძალიან გაგვახარა. გვანაღვლებდა ის, რომ ირგვლივ იყო ადამიანების დიდი რაოდენობა, ხმაური და არაჰიგიენური გარემო. ეს გარემოებები ძალიან უშლიდა ხელს კარვებში დასვენებას. პარალელურად გავუშვით კემპინგის პროეტქი სვანეთის მთებში. იმავე სეზონზე შევეცადეთ პარტნიორული პირობებით აგვემუშავებინა პროექტები ბორჯომში, ანაკლიაში და ჯავახეთში. მაგრამ ნაკრძალების ტერიტორიებზე ჩვეული კომფორტული კემპინგების გაკეთება გაცილებით რთული აღმოჩნდა. ამიტომ ჩვენ კონცეტრირება მოვახდინეთ ჩვენს ფართებზე და შემდეგ სეზონზე გავაგრძელეთ კარვებით დასასვენებელი იდელური ადგილის ძებნა.
ვეძებდით ჩვენი ოცნების ადგილს: უცხო ადამიანების გარეშე, ნულოვანი ხაზით, სუფთა სანაპიროთი, კარვების ქალაქისთვის აუცილებელი მთელი ინფრასტრუქტურით და ავტოკემპინგით. ჩვენ გაგვიმართლა და ვიპოვეთ ასეთი ადგილი: ბობოყვათის სადგურის გვერდით, ახლოს ქობულეთთან. სწორედ ამ ადგილისკენ არის ახლა მიმართული ყველა ჩვენი ნიშანი და გეოლოკაცია. აქ ჩვენ ვანვითარებთ კემპინგის კულტურას და ვქმნით ინფრასტრუქტურას, იმისათსვის, რომ მივიღოთ სტუმრები კარვებით, ავტოსახლებით, მხარი დავუჭიროთ vanlife-ის მოყვარულებს და მოგზაურებს.
2018 და 2019 წლების სეზონებზე ზღვის კემპინგებთან ერთად მუშაობდა ჩვენი მოედანი თბილისში. ავარჩიეთ ყველაზე თვალწარმტაცი ადგილი ქალაქში, სადამდე მისვლაც კომფორტული იყო როგორც პირადი ავტომობილით, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ადილი საკმარისი იყო კარვებისთვისაც და ავტოსახლებისთვისაც. მაგრამ სამწუხაროდ შეიცვალა ქირავნობის პირობები და 2020-ში თბილისში კემპინგი არ იმუშავებს. ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ ვიპოვოთ მოსახერხებელი მოედანი ყველა პირობით საქართველოში მანქანით და კარვებით კომფოტული დასვენებისთვის და აუცილებლად გაცნობებთ, როცა მას ვიპოვით. 2020-შ ჩვენი საბაზისო კემპინგია - GeoCamp Black Sea.
კემპერების აქტიური თხოვნის შედეგად 2020-ის სეზონზე ვამატებთ რეგულარულ ექსკურსიებს შავი ზღვის სანაპიროებზე, უახლოეს შემოგარენებში, გამგზავრებას ბათუმში, ფოთში და ურეკში, იმისათვის, რომ დასვენება საქართველოში იყოს მაქსიმალურად საინტერესო და გაჯერებული შთაბეჭდილებებით. ამას გარდა ვაწყობთ ექსკურსიებს სვანეთში, რაჭაში, გომის მთაზე და ბახმაროში. მთის მოყვარულთათვის მუდამ ხელმისაწვდომია ექსკურსიები მთიან აჭარაში. თუ თქვენ გირჩევნიათ დამოუკიდებელი გასვლები პატარა ჯგუფებით, ჩვენ ყოველთვის გირჩევთ თუ როგორ არის უფრო მოსახერხებელი მტირალას პარკამდე მისვლა, ორგანიზებას გავუკეთებთ ექსკურსიას მაჰუნცეთის ჩანჩქერთან, გამგზავრებას გონიოში და ა.შ.
ჩვენთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა ჩვენს მუდმივ სტუმრებთან შეხვედრა აი უკვე მეხუთე წელია. ისინი უკვე ჩვენი მეგობრები გახდნენ. მადლობას ვუხდით ყველა კემპერს, დამხმარეს, პროექტის მონაწილეს. მადლობა, რომ ხართ და მომავალ შეხვედრამდე საქართველოს მიდამოებში.
GeoCamp-ის გუნდი
პირობები დეტალურად
კარვები და ავტოსახლები
მუშაობის პირველივე სეზონიდან ჩვენ ვქმნით კომფორტულ პირობებს ზღვაზე დამსვენებელთათვის, დამოუკიდებელი მოგზაურებისთვის, ავტომოყვარულებისთვის და ასევე ავტოსახლებით მოგზაურთათვის. სტუმრებს ვიღებთ არამარტო ჩვენი მოწყობილობებით, არამედ ვაქირავებთ ყველაფერ აუცილებელს კემპინგში ყოფნის პერიოდისთვის: კარვებს, საძილე ტომრებს, ლეიბებს, ქოლგებს. აუცილებელია წინასწარი ჯავშანი.
სამზარეულო და კვება
კემპინგის ტერიტორიაზე ორგანიზებულია სივრცე საკვების მოსამზადებლად, სადაც დაგხვდებათ ჭურჭელის მინიმალური ნაკრები და უფასო გაზი. მათთვის, ვისაც არ უნდა დასვენებისას საჭმლის კეთებაზე გაცდეს, არის საშუალება შეუკვეთოს სრულფასოვანი საკვები სახლის კაფეში ან ბარში. გთავაზობთ ქართული სამზარეულოს ტრადიციულ კერძებს მისაღებ ფასებში, ასევე ჩვეულ საუზმეს და ევროპულ დანამატებს.
ზღვის „ნულოვანი ხაზი“
თუკი ისვენებ ზღვაზე, უნდა დაისვენო ზღვასთან ახლოს :) არანაირი „გზას რომ გადახვალ იქ არის ზღვა“ ან „ზღვამდე 10 წუთის სავალია“. ჩვენი კემპინგი მდებარეობს ზედ ზღვის სანაპიროზე, დახურულ ტერიტორიაზე, უცხო პირების გარეშე.
კემპინგ-ტურები
ზღვის სანაპიროზე ჩვეული დასვენების გარდა ჩვენ ვაწყობთ კემპინგ-ტურებს მთელი საქართველოს მასშტაბით. გთავაზობთ კარვით მოგზაურობის ჩვეულ ფორმატს, ოღონდ გამოცდილ გიდთან ერთად, რომელიც დაგეხმარებათ გზის დაგეგმარებაში, გაგიყვანთ „საიდუმლო“ ბილიკებით და მოკლე დროში განახებთ ყველაფერ საინტერესოს. თუ თქვენ მიჩვეული ხართ მარტო მოგზაურობას, მაგრამ გჭირდებათ რჩევა, შეგიძლიათ თამამად მოგვმართოთ.
ელექტროობა და ინტერნეტი
კემპინგი აღჭურვილია ცივილიზაციის ჩვეული სიკეთეებით: გაჯეტების და ლეპტოპების დასატენი საკმარისი რაოდენობის მოწყობილობა, კარგი სიჩქარის უფასო Wi-Fi მთელს ტერიტორიაზე. ავტოსახლებისთვის ორგანიზებულია პერსონალური „დამტენი სადგური“.
წყალი და ცხელი შხაპი
ავტოსახლებისთვის წყლის მომარაგება შესაძლებელია პარკინგის ადგილთან ახლოს. კემპინგის ყველა სტუმრისთვის, გამონაკლისის გარეშე, ხელმისაწვდომია წყალი საერთო სამზარეულოში, პირსაბანებსა და საშხაპეებში. წყალს ჩვენ ნებისმიერ ამინდში ვაცხელებთ გაზის საშუალებით. ეს მომსახურება უფასოა.
Ключевые слова: отдых в Грузии на море, Грузия море,Грузия отдых